logo
ENG



მედვედევი: სახელმწიფოები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ალიანსში გაწევრების გადაწყვეტილებას მიიღებენ

19 ოქტ 201914:15
3 წუთის საკითხავი
 
6xfalmqhhvmi7x1.jpg

დიმიტრი მედვედევი ნატოში შიდა კონფლიქტების მქონე ქვეყნების „შეტყუების მცდელობებს“ საფრთხედ აფასებს, რომლებსაც შესაძლოა ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგრადში ვიზიტის წინ სერბული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„ყველა მცდელობა, ჩაითრიონ ნატოში ქვეყნები, სადაც არსებობს შიდა წინააღმდეგობა, უკიდურესად საშიშია. ამჯერად თქვენ საუბრობთ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, სერბეთის რესპუბლიკაზე, მაგრამ ჩვენ ხო შეგვიძლია დავასახელოთ სხვა ქვეყნებიც. რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით? რა ხდება უკრაინასთან? ეს ქვეყნები არ არიან მარტივ მდგომარეობაში", - აცხადებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი.

მედვედევის თქმითვე, სახელმწიფოები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ალიანსში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

 


close დახურვა