logo
ENG



სასამართლომ მარიამ გეგუჩაძე 3 000, გიგა მაქარაშვილი კი - 4 000 ლარით დააჯარიმა

12 ივნ 202519:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/12/2ectsfm4axmay63.jpg

სასამართლომ აქტივისტები მარიამ გეგუჩაძე 3 000, გიგა მაქარაშვილი კი - 4 000 ლარით დააჯარიმა.

გუშინ, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარება დაიწყო.

მათ შორის, დღეს, 12 ივნისს სასამართლოში დაბარებული იყვნენ მარიამ გეგუჩაძე და გიგა მაქარაშვილი.

ვინ დაიბარა ქართულმა ოცნებამ Facebook-ის პოსტების გამო სასამართლოში დღეს - სია


close დახურვა