logo
ENG



CNN: თეთრმა სახლმა არ გამორიცხა, რომ ტრამპ-პუტინის შეხვედრის დროს ზელენსკიც ალასკაში იყოს

10 აგვ 202516:23
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/10/w364efhz7wvwi7p.png

CNN-ის ცნობით, თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ალასკაში იმყოფებოდეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდებიან.

ამ ეტაპზე ზელენსკი სამიტის ოფიციალურ მონაწილეთა სიაში არ ფიგურირებს, თუმცა თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მისი ჩართვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ განიხილება. ოფიციალური პირების თქმით, ზელენსკის მონაწილეობა, დიდი ალბათობით, პუტინთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ იქნება განხილული.

ალასკის სამიტი სწრაფად ფორმირდა და მისი ზუსტი ლოკაცია ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა