logo
ENG



რუსეთმა კიევი დაბომბა - დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი

28 აგვ 202510:53
3 წუთის საკითხავი
 

განახლება: დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის, 3 ბავშვია

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასობრივი იერიში მიიტანა. დარტყმების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 1 ბავშვი.

იერიშების შედეგად დაშავდა 45 ადამიანი.

ამ დროისთვის ქალაქში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი.


close დახურვა