logo
ENG



რუსეთმა კიევი დაბომბა - დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის, 12 წლის გოგო

28 სექ 202510:46
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/28/cz2oc8vc7nzlsfx.png

გვიან ღამით რუსეთმა კიევი დაბომბა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 4 ადამიანი. 

დაღუპულებს შორისაა 12 წლის გოგო, რომლის ცხედარიც სოლომიანსკის რაიონში იპოვეს. დაშავდა 10-მდე ადამიანი.

ამავე რაიონში იერიშის გამო ხანძარი გაჩნდა საავადმყოფოშიც, სადაც, შესაძლოა, მსხვერპლი იყოს. სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაზიანდა კორპუსები და მანქანები.


close დახურვა