logo
ENG



სასამართლომ ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

23 ოქტ 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
bkx3605unlitffy.png

ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება. სასამართლო პროცეზე, მოსამართლემ მის აღკვეთ ღონისძიებას გადახედა, დაცვის მხარეს 500 ათას ლარიან გირაოზე უარი უთხრა და ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ საქმის ორი მოწმე დაკითხა. პროტესტის ნიშნად ოქრუაშილი პროცესს ისევ არ ესწრებოდა.

როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ვაჟა თოდუამ განუცხადა, არც ერთი მხარის მხრიდან ახალი გარემოება არ იქნა წარმოდგენილი, და გამოყენებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

„სასამართლომ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას გადახედა და ვინაიდან, არც ერთი მხარის მიერ ახალი გარემოება არ იქნა წარმოდგენილი, გამოყენებული პატიმრობა ძალაში დარჩა," - განაცხადა თოდუამ. 

ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი კი აცხადებს, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს და ოქრუაშვილს 20-21 ივნისის აქციის არც სხვა მონაწილეებთან აქვს კავშირი.

"ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ცალკე გამოიყო, რაც ადასტურებს იმას, რომ აქციის სხვა მონაწილეებთან და სხვა ბრალდებულებთნ ოქრუაშვილს კავშირი არ აქვს. შესაბამისად, გვრჩება მხოლოდ პოლიციელი მოწმეები. პოლიციელ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს," - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.


close დახურვა