logo
ENG



ზახაროვა: ნახეთ, რას უკეთებენ საქართველოს, დასავლეთს რეგიონის საშიშ თამაშში ჩათრევა სურს

20 ნოე 202522:11
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/20/noc55k307swyr5a.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ დასავლეთს და ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონის "საშიშ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩათრევა სურთ".

ამ კონტექსტში მან საქართველოც ახსენა. 

"დასავლეთის, მათ შორის ევროკავშირის დესტრუქციული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მართლაც იკრეფს ტემპს... შეხედეთ, რას უკეთებენ საქართველოს. თვალთმაქცური ლოზუნგებით... დასავლელებს სურთ, რომ რეგიონი საშიშ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩაითრიონ. ეს მუდმივი სურვილია, თუმცა ახლა მისი მორიგი ტალღაა. ევროკავშირის ქმედებები ემსახურება, ისევ და ისევ, რუსეთის წინააღმდეგ ჩანაფიქრს", - თქვა მან ბრიფინგზე. 


close დახურვა