logo
ENG



დეკანოიძე დამკვირვებლის დაკავებაზე:ეს გაგრძელდება სანამ ხელისუფლება არ გამოიჩენს პრინციპულობას

25 ოქტ 201913:56
3 წუთის საკითხავი
 
u9oxvxeu0stkna9.jpg

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ ევროკავშირის დამკვირვებლის დორებით დაკავებას, საპარლამენტო ოპოიციაში აკრიტიკებენ. "ნაციონალური მოძრაობის"  წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს.

"აგრესიული ქმედებები რასაკვირველია გაგრძელდება სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს უფრო მეტ პრინციპულობას და არ მოეშვება რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკას. ვინაიდან არ მუშაობს რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკა, ამიტომ შესაბამისად ეს ინფორმაციაც არის მიმანიშნებელი და საგანგაშო იმ კუთხით რომ რეალურად რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან პრინციპული პოზიცია, რაც პირველ რიგში გამოიხატება საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წამოწევაში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე 24 ოქტომბერს პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს.

სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.

მათი განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ EUMM-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა პატრულირება, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე.

 


close დახურვა