უკრაინული დელეგაცია დღეს საღამოსთვის, აშშ-ის დროით, უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა იყოს.
ჟენევის პუნქტებზე დაფუძნებული დიალოგი გაგრძელდება. დიპლომატია კვლავ აქტიურია. ამერიკული მხარე კონსტრუქციულ მიდგომას ავლენს და უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება იმ ნაბიჯების კონკრეტიზაცია, თუ როგორ მივიყვანოთ ომი ღირსეულ დასასრულამდე.
უკრაინულ დელეგაციას აქვს საჭირო დირექტივები და ველოდები, რომ წარმომადგენლები უკრაინის მკაფიო პრიორიტეტების შესაბამისად იმუშავებენ.
