logo
ENG


მაჭარაშვილი BBC-ის გამოძიებაზე: I მსოფლიო ომისას არა, დიდგორისას იყო გამოყენებული ეს იარაღი
  • 314ნახვები

„სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? BBC-ის რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება - ისწავლეთ, იმეცადინეთ. BBC-ის მიმართ რა რეიტინგი და ნდობაც არსებობს ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს BBC-ის.

მე ვიცი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არ იყო გამოყენებული, დიდგორის ომის დროს იყო და ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაცია, რომ დიდგორის ომის დროს იყო ეს იარაღი გამოყენებული, დაახლოებით ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, შეიძლება უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც შეიძლება იყო. [...]

თქვენ ახლა ამ ზღაპრებს როცა მიყვებით, ეს არის ის მოცემულობა, როდესაც საქართველოს სულ სხვა მიმართულება აქვს და BBC რომ აქვეყნებს, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებს, იმას რატომ არ უთითებთ, საქართველოსთან დაკავშირებით?

ამბობს ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და ეხმაურება BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.



ასევე ნახეთ
close დახურვა