დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა - კირ სტარმერმა, ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
"სამშვიდობო გეგმაზე ინტენსიური მუშაობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება", - ვკითხულობთ გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ოთხი ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოებისთვის.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ფრანგული მედიაც ავრცელებს და წერს, რომ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
