logo
ENG



მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა

15 დეკ 202509:13
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/15/jfa8vlqfg6r94zy.png

მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, ისმოდა აფეთქებების ხმა  - სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით შეტევა 15 დეკემბრის ღამეს მოხდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებების ხმა მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში ისმოდა. 

დრონებით თავდასხმის გამო დროებით შეჩერებული იყო დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა. სობიანინის განცხადებით, საგანგებო სამსახურების სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილებზე მუშაობენ.

არსებული ინფორმაციის თანახმად, შეტევა მოსკოვზე 14 დეკემბრის საღამოდან გრძელდება. მანამდე აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შესახებ მოსკოვის ოლქის ქალაქ კაშირის მცხოვრებლებიც ავრცელებდნენ ცნობებს.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 130 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 - მოსკოვის რეგიონის თავზე.


close დახურვა