უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთის იეისკის ავიაბაზაზე მოდერნიზებული საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავი, Il-38N გაანადგურა.
უწყების ცნობით, ეს ოპერაცია ნოვოროსიისკში რუსულ წყალქვეშა ნავზე დაგეგმილი თავდასხმის მომზადების ნაწილი იყო.
„ეს თვითმფრინავი განკუთვნილია საზღვაო დაზვერვისთვის, წყალქვეშა ნავების ძებნისთვის, საზღვაო აკვატორიის მონიტორინგისთვის, ნაღმების დაგებისა და ტორპედული დარტყმების განხორციელებისთვის. თვითმფრინავი, რომელიც დაზიანდა, აქტიურად ეწინააღმდეგებოდა SBU-ს საზღვაო დრონების მუშაობას. ამ საჰაერო ხომალდის სავარაუდო ღირებულება 24 მილიონი აშშ დოლარია", - აცხადებენ SBU-ში.
უსაფრთხოების სამსახურმა დაამატა, რომ შავ ზღვაზე რუსეთს ამ კლასის მხოლოდ ერთი თვითმფრინავი ჰყავდა, რომელსაც შეეძლო უკრაინული წყალქვეშა დრონის, „Sub Sea Baby“-ს აღმოჩენა სამიზნისკენ გადაადგილებისას.
