"ოცნების" ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
გუშინ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ფარცხალაძე იყო ბიზნესმენის მკვლელობის შემკვეთი და სწორედ ის ხელმძღვანელობდა მკვლელობას.
"რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს ბრიგინგზე შსს-ში.
