ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს "მწვანე შუქი" აუნთო.
როგორც გრემი წერს, ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დროული იქნება, რადგან მაშინ, როცა უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მმიდის, პუტინი მხოლოდ "ლაპარაკითაა დაკავებული".
"პრეზიდენტ ტრამპთან სხვადასხვა საკითხზე ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, მან მწვანე შუქი აუნთო რუსეთის სანქციების შესახებ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელზეც სენატორ ბლუმენტალთან და ბევრ სხვასთან ერთად თვეების განმავლობაში ვმუშაობდი.
ეს დროული იქნება, რადგან უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკით არის დაკავებული და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას განაგრძობს. ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას მისცემს დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც ყიდულობენ იაფ რუსულ ნავთობს და პუტინის ომის მანქანას კვებავენ.
ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს უზარმაზარ ბერკეტს მისცემს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რათა წაახალისოს ისინი, შეწყვიტონ იაფი რუსული ნავთობის შეძენა, რომელიც პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სისხლისღვრის დაფინანსებას უზრუნველყოფს.
მოუთმენლად ველი ორპარტიულ კენჭისყრას, რომელიც, იმედია, უკვე მომავალ კვირაში იქნება"- წერს გრემი.
