logo
ENG



ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ერფან სოლტანს სიკვდილით არ დასჯიან

15 იან 202612:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/15/hszd7ess54jscp0.png

ირანის სახელმწიფო მედია ირანის სასამართლოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 26 წლის აქტივისტს, ერფან სოლტანს სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი.

სასამართლოს ცნობით, მას ბრალად ედება "ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულება და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმიანობა". ისინი განმარტავენ, რომ აღნიშნული ბრალდებები, თუნდაც სასამართლომ დაადასტუროს, სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.

როგორც ცნობილი იყო, ერფან სოლტანი 14 იანვარს სიკვდილით უნდა დაესაჯათ.

14 იანვარს Sky News ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ. თუმცა Sky News წერდა, რომ მათი ინფორმაციით, აქტივისტის ნებისმიერ დროს სიკვდილით დასჯის საფრთხე კვლავ არსებობს.

26 წლის ერფან სოლტანი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ის ერთ-ერთი პირველია, რომელსაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო რეჟიმი სიკვდილით დასჯას უპირებდა.

14 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თქვა, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას აცნობეს, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს.


close დახურვა