logo
ENG



ტრამპი: შეგვატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა, აღარ არსებობს სიკვდილით დასჯის გეგმა

15 იან 202600:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/15/tyzdvk9xaxc0ccg.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ ოვალურ კაბინეტში ირანთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

დონალდ ტრამპის თქმით, მას აცნობეს, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს.

"შეგვატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს. საკმაოდ სანდო წყარომ მითხრა ამის შესახებ, თუმცა ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები ჩერდება. ისინი შეჩერდა.

არ არსებობს გეგმები არც სიკვდილით დასჯაზე და არც ამის აღსრულებაზე. ამის შესახებ სანდო წყაროსგან ვარ ინფორმირებული. დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები.

დარწმუნებული ვარ, თუ ეს მოხდება, ძალიან გავბრაზდები, თქვენც გაბრაზდებით", - თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 


close დახურვა