ნიდერლანდებმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის დამატებით 23 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სვირიდენკომ განაცხადა, რომ ეს თანხა მიზნობრივად გამოიყოფა გაზის შესყიდვის, ელექტროსადგურების გადაუდებელი შეკეთებისა და ნიდერლანდური კომპანიებისგან კრიტიკული ენერგეტიკული აღჭურვილობის, მათ შორის გენერატორებისა და კაბელების მისაწოდებლად.
„ამ წვლილის გათვალისწინებით, 2026 წელს ნიდერლანდების მიერ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საერთო მხარდაჭერა 133 მილიონ ევროს შეადგენს", - თქვა მან.
13 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიმართავენ დონორ ქვეყნებს დამატებითი ჰუმანიტარული დაფინანსების მოთხოვნით იმ კრიზისის საპასუხოდ, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებმა გამოიწვია.
