logo
ENG



ბუდრისი: უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა

25 იან 202618:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/25/0w9n5ss4brfoj8k.jpg

ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პრეზიდენტს კიასტუტის ბუდრისის სახელმწიფო ჯილდო გადასცა. ამის შესახებ ბუდრისი X-ზე წერს, ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს

"ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტისგან უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს მიღება. ლიეტუვა რუსეთის ტერორის წინააღმდეგ გმირულ წინააღმდეგობაში უკრაინის ერთ-ერთ უძლიერეს მხარდამჭერს შორის დგას და კვლავაც იქნება. ჩვენი სამუშაო არ დასრულდება მანამ, სანამ აგრესორი არ შეჩერდება და არ დამარცხდება. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა"- წერს ბუდისი. 

 


close დახურვა