პაპმა ლეო XIV-მ მორწმუნეებს მოუწოდა, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მშვიდობისთვის ილოცონ.
რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვის წაკითხვის შემდეგ თქვა: "ამ დღეებშიც კი, უკრაინა კვლავ განიცდის დაუნდობელ თავდასხმებს, რაც მთელ მოსახლეობას ზამთრის სიცივის წინაშე აყენებს. მწუხარებით ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ახლოს ვარ მათთან, ვინც იტანჯება და ვლოცულობ მათთვის"- თქვა პაპმა.
რომის პაპის განცხადებით, გაჭიანურებული კონფლიქტი მუდმივად სერიოზულ შედეგებს იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, აფართოებს უთანხმოებას ხალხებს შორის და უხელს უშლის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას.
"მოვუწოდებ ყველას, გააძლიერონ ძალისხმევა ომის დასასრულებლად... ამ ახალგაზრდებთან ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის: უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და ყველა რეგიონში, სადაც სამწუხაროდ, ადამიანები იბრძვიან ინტერესებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება მათი ხალხის ინტერესებს. მშვიდობა შენდება ადამიანების პატივისცემით"- განაცხადა რომის პაპმა.
