აშშ-ის მასშტაბით ძლიერი ზამთრის შტორმის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, "სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი" მდგომარეობის გამო, ფუნქციონირება შეაჩერეს სკოლებმა, ქუჩები გადაკეტილია, გაუქმდა ავიარეისები.
ლუიზიანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის შტორმის გამო ჰიპოთერმიით სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის ოფიციალური პირების ინფორმაციით , სტიქიას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შტორმს მსხვერპლი მოჰყვა ტენესისსა და კანზასშიც.
