logo
ENG



მინეაპოლისში იმიგრაციის რეიდის დროს მოქალაქის მკვლელობამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია

26 იან 202610:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/26/yzma0ro4f9si00n.png

მინეაპოლისში იმიგრაციის ფედერალური რეიდის დროს 37 წლის ამერიკელი მოქალაქის, ინტენსიური თერაპიის ექთან ალექს პრეტის მკვლელობამ მწვავე პროტესტი გამოიწვია. ასობით ადამიანი, ძლიერი ყინვის მიუხედავად, ქუჩებში გამოვიდა და სამართალდამცავების მოქმედებები გააპროტესტა.

მომხდართან დაკავშირებით ფედერალური და შტატის ხელისუფლებები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ. დემონსტრაციები მინეაპოლისის ფარგლებს გასცდა და ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოშიც გაგრძელდა, სადაც აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „სამართლიანობა ალექსისთვის“ და „გააუქმეთ ICE“.

შეგახსენებთ, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი, აშშ-ის 37 წლის მოქალაქე ალექს პრეტი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი.


close დახურვა