კირ სტარმერი სამდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს და პრემიერ ლი ციანს შეხვდება.
"ამ დელეგაციაში თქვენ ისტორიას ქმნით. თქვენ იმ ცვლილებების ნაწილი ხართ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიყოთ ორიენტირებული შესაძლებლობების გამოყენებაზე, ურთიერთობების დამყარებაზე... და ყოველთვის აბსოლუტურად ორიენტირებულები ვართ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე", - განაცხადა სტარმერმა პეკინში ჩასვლისას და დელეგატებს მიმართა.
სტარმერი ჩინეთში ბიზნესისა და კულტურის სფეროების 60-მდე ლიდერთან ერთად ჩავიდა. შეხვედრებზე ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ქვეყანაში 2018 წლის შემდეგ.
