logo
ENG



კირ სტარმერი: ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ უფრო ევროპული NATO -ს შესაქმნელად

14 თებ 202616:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/14/deql8udo1sp34ud.png

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა "მძინარე გიგანტია" და NATO -ს ევროპელ წევრებს რუსეთის აგრესიის ეფექტურად გამკლავებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ უფრო ევროპული NATO -ს შესაქმნელად. როგორც ვხედავ, ევროპა მძინარე გიგანტია", - განაცხადა მან.

სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთმა არაერთხელ დაამტკიცა აგრესიისადმი ლტოლვა

"უკრაინელი ხალხისთვის საშინელი ტანჯვის მოტანა. მისი ჰიბრიდული საფრთხეები ვრცელდება ჩვენს მთელ კონტინენტზე და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ ანგრევს ჩვენს საზოგადოებრივ შეთანხმებას; თანამშრომლობს პოპულისტებთან, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს ასუსტებენ; იყენებს დეზინფორმაციას განხეთქილების დასათესად; ახორციელებს კიბერშეტევებსა და დივერსიას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დასარღვევად და ამწვავებს ცხოვრების ხარჯების კრიზისს", - თქვა სტარმერმა.

ბრიტანეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ შეუცვლელ მოკავშირედ რჩება, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ნიშნავს, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე პირველადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. "ეს ახალი ნორმაა", - განაცხადა მან.

მან აღნიშნა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს ძალის განმტკიცებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლისთვის.

"ეს არის ჩვენი ეპოქის მოცემულობა - ჩვენ უნდა შეგვეძლოს აგრესიის შეკავება და, დიახ, საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ საბრძოლველად, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად", - თქვა სტარმერმა მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე.


close დახურვა