რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები დაიწყო.
იგი მაიამიში დღეს ჩავიდა.
„მაიამიში დავბრუნდი“, - დაწერა დმიტრიევმა სოციალურ მედიაში.
რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.
