logo
ENG



რუსეთმა ქვეყანაში WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა

12 თებ 202611:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/12/i4jej1szy6dytep.png

რუსეთმა ქვეყანაში Meta Platforms-ის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა, ამის შესახებ კომპანია აცხადებს. 

WhatsApp-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა, მომხმარებლები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათვალთვალო აპლიკაციის გამოყენებისკენ წაექეზებინა.

რუსეთის ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ აპლიკაციას, სახელწოდებით MAX-ს, რომელიც WhatsApp-ის კონკურენტია და კრიტიკოსების თქმით, შესაძლოა მომხმარებლების თვალთვალის საშუალებას იძლეოდეს, თუმცა სახელმწიფო მედია ამ ბრალდებებს უარყოფს.

კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის თქმით, მეტა იმ შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ რუსულ კანონმდებლობას დაემორჩილება და ხელისუფლებასთან შევა დიალოგში.


close დახურვა