შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, SVT-ის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა, რის შემდეგაც სამხედროებმა შესაბამისი საპასუხო ზომები გაატარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული ავიამზიდი Charles de Gaulle-ი შვედეთის ქალაქ მალმოს პორტში იმყოფება, სადაც მას სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა აქვს დაგეგმილი.
ინციდენტი 26 თებერვალს მოხდა. ცნობების თანახმად, ახლომდებარე რუსული ხომალდიდან აფრენილი უპილოტო საფრენი აპარატი ავიამზიდის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შვედეთის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ საეჭვო ფრენა საზღვაო პატრულირებისას დაფიქსირდა.
შვედეთის შეიარაღებული ძალების განმარტებით, მათი სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა დრონი ორებროს მიმდებარე წყლებში შენიშნა და ვითარებაზე რეაგირება მოახდინა. უწყების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მიღებული ზომების შემდეგ დრონთან კავშირი შეწყდა.
