logo
ENG



IAEA ადასტურებს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე აშშ-ისა და ისრაელის იერიშს

03 მარ 202615:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/03/5dwi0aoxtdviy0k.jpg

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ადასტურებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ბოლო სერიული დარტყმების შედეგად ნათანზის ქალაქში მდებარე ბირთვული ობიექტის რამდენიმე შენობა დაზიანდა.

თავდაპირველად ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების სამიზნე ნათანზის ბირთვული ობიექტი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩმა, რეზა ნაჯაფიმ გაავრცელა. დიპლომატმა თქვა, რომ დარტყმების ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე კვირას განხორციელდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გააანალიზა მიღებული სატელიტური ფოტოები და დაადგინა, რომ დაზიანებულია შენობები, რომლებიც მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ქარხნის შესასვლელთან მდებარეობს.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ "რადიაციის გავრცელების თვალსაზრისით რაიმე შედეგი მოსალოდნელი არ არის".

სააგენტო X-ზე წერს, რომ თავად ქარხანას დამატებითი დაზიანება არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ნათანზის ურანის გამდიდრების ქარხანა მნიშვნელოვნად დაზიანდა.


close დახურვა