logo
ENG



სამეგრელოში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ერთი ადამიანი

05 აპრ 202611:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/05/sxgtcolbsps30ip.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1967 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა - 1953 წელს დაბადებულ ზ.ნ.-ს და შემთხევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ზ.ნ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული”. - წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა