logo
ENG



უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაიფიქსირდა

12 აპრ 202621:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/12/q9onzmob66y0tjz.png

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე, 17:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 77,80% შეადგინა.

შედარებისთვის, ეს 10%-ით აღემატება 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. კერძოდ, 2022 წელს, 17:30 საათისთვის უბნებზე ამომრჩეველთა 67.80% იყო გამოცხადებული.

არჩევნებში ხუთი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს, თუმცა მთავარი ბრძოლა მმართველ პარტია "ფიდესსა" და ოპოზიციურ "ტისას" შორის მიმდინარეობს. 

კენჭისყრა შერეული სისტემით იმართება - ამომრჩევლები ერთდროულად აძლევენ ხმას როგორც კონკრეტულ კანდიდატს, ისე პარტიულ სიას. სულ 199 მანდატიდან 106 ერთმანდატიან ოლქებში ნაწილდება, სადაც გამარჯვებული მარტივი უმრავლესობით განისაზღვრება, ხოლო დარჩენილი 93 ადგილი პარტიებს პროპორციული წესით ერგებათ. პარლამენტში შესასვლელად პარტიამ მინიმუმ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭიროა 100 მანდატი, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად — 133.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც რამდენიმე საათში პირველადი შედეგების გამოქვეყნებაა მოსალოდნელი. პროცესს ეუთოს დაახლოებით 200 წარმომადგენლისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისია აკვირდება.


close დახურვა