logo
ENG



ორბანის "ფიდესი" ოპოზიციურ "ტიზას" ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს

12 აპრ 202622:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/12/gbwb5lj63rzaar4.jpg

ორბანის პარტია "ფიდესი" განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციურ "ტიზას" საარჩევნო თაღლითობებში ადანაშაულებს.

"ბოლო პერიოდში, პარტია "ტიზა"-სთან დაკავშირებული სავარაუდო საარჩევნო თაღლითობების გამო, "ფიდესის" დემოკრატიის ცენტრში ბევრი შეტყობინება შევიდა. 

ჩვენ 1 500-ზე მეტი შეკითხვა მივიღეთ, რის საფუძველზეც უკვე დავიწყეთ შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები 800-ზე მეტ შემთხვევაზე.

დაფიქსირებული დარღვევების ძირითადი მიმართულებები:

მრავალი ცნობის თანახმად, ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ სთავაზობდნენ მნიშვნელოვანი რაოდენობის საკვებს, ცხელ კერძებს ან სხვადასხვა ამანათებს.

რამდენიმე ლოკაციაზე დამსაქმებლებმა მოაწყვეს შეხვედრები, სადაც თანამშრომლებს პირდაპირ მოსთხოვეს ხმის მიცემა პარტია "ტიზა"-სთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოს დაკარგვით დაემუქრნენ. ეს პროცესი მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვით მიმდინარეობდა.

რამდენიმე ადგილას ფიზიკურად იბლოკებოდა "ფიდესის" ამომრჩეველთა გადაადგილება. ხდებოდა საარჩევნო უბანში შესული პირების ფოტოგადაღება, მათი მონაცემების აღრიცხვა, საარჩევნო პერიმეტრს დრონებით აკონტროლებდნენ.

"ტიზა"-ს აქტივისტების მხრიდან დაფიქსირდა დამაშინებელი ქცევა ბოშა ამომრჩევლების მიმართ რამდენიმე დასახლებაში.

საარჩევნო უბნებზე ჩნდებოდნენ პირები "ტიზა"-ს ლოგოიანი ტანსაცმლით; ამომრჩევლებს აძლევდნენ დაზიანებულ, შეცვლილ ან დაულუქავ ბიულეტენებს.

სოციალური მედია გაჯერდა ყალბი ამბებით, ყალბი სატელეფონო ზარებითა და შეცდომაში შემყვანი კონტენტით. მათ შორის იყო ყალბი სამთავრობო პოსტები, ხანდაზმულებზე გათვლილი ზარები და მცდარი ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურის შესახებ", - წერია განცხადებაში

 

 


close დახურვა