Politico-ს ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები სრული მოცულობით აამოქმედა. გასულ თვეში, ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დროებით შეამსუბუქა, თუმცა ამჟამად ძველი რეჟიმი აღდგენილია.
ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განმარტებით, სანქციების დროებითი შერბილება გლობალურ ენერგობაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურებოდა. უწყების მიერ 12 მარტს გაცემული ბრძანება ითვალისწინებდა 30-დღიან საშეღავათო პერიოდს, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევდა, უკვე ტრანსპორტირების პროცესში მყოფი სანქცირებული რუსული ნედლეული შეესყიდათ. ვინაიდან ვადა გასულ შაბათ-კვირას ამოიწურა და ხაზინას ახალი განკარგულება არ გამოუცია, შეზღუდვები ავტომატურად ძალაში შევიდა.
