logo
ENG



Reuters: უკრაინამ რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დრონებით შუტია

13 მაი 202612:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/13/ygzymlzzq9kf7ys.png

უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევები განაახლა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 286 უკრაინული დრონი გაანადგურეს. შეტევების მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები და პორტები იყო.

რუსეთის სამხრეთ ნაწილში, კრასნოდარის მხარეს მდებარე სოფელ ვოლნაში, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ტამანის პორტი, სადაც ნავთობპროდუქტების ტერმინალებია განთავსებული.

ცალკეული შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ასევე გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში ასტრახანის ოლქში. რეგიონის გუბერნატორის, იგორ ბაბუშკინი განცხადებით, ყველა დრონი ან ჩამოაგდეს, ან ელექტრონული ბრძოლის სისტემებით გაანეიტრალეს, თუმცა ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია.

მისივე თქმით, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში განხორციელდა.


close დახურვა