თურქული მედიის ცნობით, თურქეთის საპორტო ქალაქ სამსუნში, უცნობი წარმომავლობის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. აფეთქება ქალაქის საცხოვრებელ უბანში დილით გაისმა. დასახლებულ პუნქტში მყოფი ადამიანები არ დაშავებულან, თუმცა დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი - ჩამსხვრეულია მინები და ჩამონგრეულია სახურავის ნაწილი.
ადგილზე სამართალდამცველები და სამხედრო ექსპერტები მუშაობენ. ისინი ამ დრომდე სწავლობენ საფრენი აპარატის ფრაგმენტებს, რომლის სიგრძეც დაახლოებით ერთ მეტრს შეადგენს. სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ ვის ეკუთვნის უპილოტო აპარატი.
