logo
ENG



გერმანიის საგარეო მინისტრმა უკრაინისთვის დახმარების გაზრდის საჭიროებაზე ისაუბრა

23 მაი 202613:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/23/npizf0di2qi6t67.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა NATO-ს პარტნიორებს მოუწოდა, მკაფიო სიგნალი გაგზავნონ, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ - აშშ-სგან დამოუკიდებლადაც.

იოჰან ვადეფულის თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხი შეიძლება ჩაითვალოს კიევისთვის დამატებით გამოყოფილი თანხების ნაწილად.

"მაგრამ ნათელია, რომ საჭიროა დამატებითი დაფინანსება. საჭიროა დამატებითი ძალისხმევაც", - თქვა მან. 

ამასთან, მან NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის ორმხრივი სესხების ხარჯზე €90 მილიარდ ევრომდე გაორმაგების შესაძლებლობას განიხილავენ.

"მე გავიმეორე ჩემი წინადადება, რომელმაც დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ახლა ჩვენ ნათლად უნდა ვაჩვენოთ ამ სიტუაციაში, რომ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და უნდა შევთანხმდეთ, რომ ევროპულ სესხს ორმხრივ საფუძველზე, სულ მცირე, იგივე ოდენობის თანხა დავამატოთ", - თქვა მან. 

მისი თქმით, რუსეთისთვის, სადაც ომი სულ უფრო ღრმა განხეთქილებებს იწვევს, გზავნილი ასეთი უნდა იყოს:

"ჩვენ არ შევამცირებთ ჩვენს მხარდაჭერას. უკრაინას ყოველთვის უფრო დიდი გამძლეობა აქვს. მას ყოველთვის შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს", - აღნიშნა გერმანიის მინისტრმა.


close დახურვა