ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი, ილარიონ ალფეევი, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაიჭირეს.
მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი ილარიონის ავტომობილი კარლოვი-ვარში, ავტომაგისტრალზე გააჩერეს, სადაც ჩხრეკის დროს საბარგულში თეთრი ფხვნილით სავსე 4 კონტეინერი აღმოაჩინეს.
"პოლიციელები პირდაპირ საბარგულისკენ წავიდნენ, თითქოს წინასწარ იცოდნენ, სად უნდა ეძებნათ", - თქვა ადვოკატმა. თავად ილარიონმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა.
მანამდე მისმა ყოფილმა კელიის მსახურმა The Insider-თან საუბარში განაცხადა, რომ სასულიერო პირი რუსეთის ხელისუფლებასა და ორბანის გარემოცვას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
ილარიონ ალფეევი დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და ის სტიქრით 15 წლის ასაკში კათალიკოსმა ილიამ შემოსა.
