logo
ENG



დარახველიძე: წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანების უფლებები დაცულია

19 ივნ 202622:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/19/bvl225vb3mqabu7.png

ია დარახველიძე, რომელსაც დღეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლო პროცესს არ დასწრებია და ქვეყანა დატოვა. 

დარახველიძის თქმით, წავიდა იმ ქვეყანაში, სადაც მისი უფლებები დაცული იქნება. 

"მეგობრებო 

ეს დღე უმძიმესია ჩემთვის! პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენი უდანაშაულო, მებრძოლი ადამიანები გაუშვეს ციხეში!

დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, დავით სტურუა - გმირები ხართ ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის! მთელი დასავლეთ სამყაროსთვის!

მე კარგად ვარ! ჩემზე არ ინერვიულოთ!..

სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ბოროტებით და ამის წინააღმდეგ ყველას ჩვენი ხმა თუ ქმედება, მნიშველოვანია!

მე წავედი იმ ქვეყანაში სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია. ვიცი, ჩემი ციხეში ჩაჯდომა არავის გაგიხარდებოდათ და კიდევ ერთი ტკივილი და საზრუნავი იქნებოდა თქვენთვის, ამ ისედაც პრობლემებით სავსე საქართველოში არ მინდა, ჩემზე ნერვიულობაც დაგმატებოდათ. ისედაც ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი გვყავს და არავის ვუსურვებ იმ მდგომარეობაში აღმოჩენას, რომელშიც ისინი არიან.

მჯერა, რომ უსამართლობას თავისი დასასრული ექნება და ყველა ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, აუცილებლად აგებს პასუხს. მე პირადად ვაპირებ, ბოლომდე გავაგრძელო ეს ბრძოლა და რეჟიმის ყველა წევრს ვაგებინო პასუხი!!

მივხვდი რომ ჯერ დრო არ დამდგარა ამის, მაგრამ ისიც ხომ ვიცით რომ ამ ომს მოვიგებთ!!! იცით და არ ვნებდებით!! არ დავნებდებით!!

მალე სულ მალე იქნება ეს დღე!!

მიყვარხართ უზომოდ და მინდა რომ შიშმა არ მოგიცვათ!

ყოველდღე თქვენი სიტყვა თუ ქმედება ამ რეჟიმს ასუსტებს და ბოლოს ჩამოშლის კიდევაც.!!

თავისუფლება ყველა პოლიტ პატიმარს", - წერს დარახველიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

◾ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს - 5 წელი;

◾ ია დარახველიძეს - 5 წელი;

◾ კონსტანტინე კოკაიას - 5 წელი;

◾ კახაბერ მჟავანაძეს - 5 წელი;

◾ დავით სტურუას - 5 წელი;

◾ დავით ჟღენტს - 5 წელი;

◾ ზაქრო ალბუთაშვილს - 5 წელი;

 

close დახურვა