სიენენის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის მაღალი მნიშვნელობის მოლაპარაკებები, რომელთა შუამავლები პაკისტანი და კატარი არიან, შვეიცარიაში მიმდინარეობს.
მოლაპარაკებების დაწყებისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის თეირანთან ურთიერთობები "ფუნდამენტურად გარდაქმნას"
მოლაპარაკებების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცება და ირანის ბირთვული პროგრამა.
19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და ჰეზბოლამ აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა, 20 ივნისს ისრაელის არმიამ ახალი დარტყმები განახორციელა ჰეზბოლას სამიზნეებზე.
ისრაელი აცხადებს, რომ ეს დარტყმები იყო პასუხი ჰეზბოლას იერიშებზე.
აშშ-ირანის შეტანხმების მტავარი საკითხია ჰორმუზის სრუტე. 20 ივნისს, ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სრუტე კვლავ ჩაიკეტება. აშშ-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანთან შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ძალიან ძლიერად დაარტყამენ. ასევე, ტრამპმა Fox News-სთან სატელეფონო საუბრის დროს მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ირანის დელეგაციის შესახებ თქვა "თუ სრუტეს დახურავთ, ქვეყანაც აღარ გექნებათ, თქვენ საკუთარ დაწყევლილ ქვეყანაშიც კი ვეღარ დაბრუნდებით".
