logo
ENG



კალაძე: პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი

30 ივნ 202614:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/30/12avgdxcxl4lfw2.png

პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

„ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მან თავისი ქმედებებით და განცხადებებით დაამტკიცა ეს და აჩვენა ქართულ საზოგადოებას. ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური ჩარჩოების საპირისპიროდ. მისი განცხადებები, შეფასებები, ექსტრემისტული, ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება და ხელშეწყობა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი.

მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები, რაც იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის, არათუ რაიმე პოზიტიური შეეტანა, არამედ ცდილობდა ყველაფერი გაეფუჭებინა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

შეგახსენებთ, პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

 


close დახურვა