logo
ENG



კალაძე ყაველაშვილზე: რა არის ცუდი, თუ ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა?

30 ივნ 202614:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/30/qu39u150nay5yw3.png

რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო დასწრებას ეხებოდა.

„არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია.

რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მზად ვართ იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ის, რაც წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, თავიანთი ცრუ განცხადებებით, არასამართლიანი გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებით. ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესწევს ძალა, ეს უსამართლო დამოკიდებულება, რაც ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით იყო, მარტივად გამოასწოროს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს. 


close დახურვა