logo
ENG



აზერბაიჯანში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში €220 მლნ გრანტი დააანონსა

01 ივლ 202622:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/01/1p0hicgu5a6uwds.jpg

აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე მან თქვა, რომ აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო ენერგეტიკული პარტნიორია.

"ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საყრდენად რჩება. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ აზერბაიჯანი ჩვენს გვერდით იდგა, როდესაც რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა და ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. სამხრეთის გაზის კორიდორმა ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დიდი წარმატების ისტორიაა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამასთან, თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს. 

"სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 


close დახურვა