logo
ENG



პესკოვი: კიევის უკან დგანან ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და სამწუხაროდ ვაშინგტონი

05 ივლ 202618:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/05/8v8joruc7o8izl9.png

რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით სამხედრო ოპერაცია ნამდვილი ომივით მიმდინარეობს, რადგან კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და ვაშინგტონი. 

"მიმდინარეობს ომი, ეს ნამდვილი ომია. იცით, რატომ არის ომი? იმიტომ რომ ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციით დაიწყო, ახლა კი ომად გრძელდება, რადგან კიევის უკან დგანან ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი. ისინი ეხმარებიან [უკრაინას] სამიზნეების განსაზღვრაში თავიანთი თანამგზავრების მეშვეობით, ეხმარებიან უცხოური შეიარაღებით დამიზნებაში ჩვენს სამიზნეებზე, მთელი თავიანთი ინფრასტრუქტურის გამოყენებით. ფრონტზე დინამიკა კიევისთვის ყოველდღიურად უარესდება. ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ", - თქვა პესკოვმა.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი პროპაგანდით, თითქოს მათი ჯარები წინ მიიწევენ, საკუთარი ხალხის და მსოფლიოს მოტყუებას ცდილობას. 

4 ივლისს, რუსეთის არმიაში აცხადებდნენ, რომ დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება კონსტანტინოვკაში შესასვლელად არმიამ გადალახა დაბრკოლებების სისტემა, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები წლების განმავლობაში აშენებდნენ, რაც პუტინმაც დაადასტურა, და თქვა რომ რუსულმა მხარემ კონსტანტინოვკაზე კონტროლი აიღო, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. 

"3 ივლისს მოწინააღმდეგემ 11 შტურმი განახორციელა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა წარმატებას ვერ მიაღწია. ნაცვლად აღიარებისა, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები არაერთხელ მიმართავენ აშკარა დეზინფორმაციისა და ყალბი ცნობების გავრცელებას", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ანდრი კოვალევიმ.

 

 


close დახურვა