უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალები წარმატებით აზიანებენ მტრის ინფრასტრუქტურას. ფედორივის თქმით, ივნისის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 200 000-ზე მეტი სამიზნე დააზიანეს და წარმატებულად განხორციელებული დარტყმების რაოდენობა კვლავ იზრდება.
"მთავარი ყურადღება მტრის ლოჯისტიკაზეა გამახვილებული. საწყობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მომარაგების მარშრუტების განადგურება ამცირებს მტრის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკუთარი დანაყოფები. ივნისში უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის 28 000 ოკუპანტი გაანეიტრალეს ან მძიმედ დაჭრეს.
დააზიანეს მტრის საარტილერიო დანადგარების რეკორდული რაოდენობა;
გადაჭრეს (ჩაახშეს ან ჩამოაგდეს) 49 575 მტრის დრონი და ვერტმფრენი - ეს საუკეთესო მაჩვენებელია მთელი პერიოდის განმავლობაში;
დაამყარეს აბსოლუტური რეკორდი მტრის საავტომობილო და მოტოტექნიკის განადგურების მხრივ", - თქვა ფედოროვმა.
