logo
ENG



უკრაინამ იაროსლავლში ნავთობქარხანაზე იერიში მიიტანა

06 ივლ 202612:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/06/2i4rf4imd18cwm6.png

უკრაინის შეტევა რუსეთის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე გრძელდება. უკრაინლი მედიის ინფორმაციით, აფეთქებები იყო იაროსლავლსა და ლენინგრადის ოლქებში.

მედიის ცნობით, უკრაინამ იაროსლავლში ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, რის შემდეგაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ქარხანა წელიწადში 15 მილიონ ტონა საწვავს ამუშავებს და რუსეთის გადამამუშავებელი ქარხნების ხუთეულში შედის. 

მაისში, ქარხანა უკრაინელებმა ორჯერ დაბომბეს.

უკრაინულმა დრონებმა ღამით შეუტიეს ლენინგრადის ოლქში მდებარე პოლიგონსა და უსტ-ლუგის და ვისოცკის პორტებს. ორივე ტერმინალი რუსული ნავთობის ექსპორტში საკვანძო როლს ასრულებს. უკრაინის დარტყმების გამო ბლექაუთია ანექსირებულ ყირიმში.

კომპანია ყირიმენერგოს განცხადებით, "გარეზემოქმედების" შედეგად თითქმის ყველა ქალაქში აბონენტებს დენის მიწოდება შეუწყდათ. 


close დახურვა