logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს სისხლისღვრას

06 ივლ 202613:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/06/5hbvkaq2hjq0y5s.png

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის თავდაცვის გაძლიერების საკითხს ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე განიხილავენ. 

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლის გაზრდა მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია. 

"გუშინ ღამით რუსულმა რეჟიმმა კვლავ ბრმად განახორციელა საჰაერო დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე - 400-ზე მეტი დრონი და რაკეტა დაესხა თავს დედაქალაქს.

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვა. ამ საკითხს ამ კვირაში ანკარაში, ნატოს სამიტზე განვიხილავთ.

გასულ კვირას ჩვენ გამოვყავით პირველი 4 მილიარდი ევრო ჩვენი 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, რათა უკრაინის თავდაცვა გაძლიერდეს თანამედროვე დრონების ტექნოლოგიებით.

მალე კიდევ მეტი დახმარება იქნება.

ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომდევნო დღეებში დასრულდეს შეთანხმება სანქციების 21-ე პაკეტზე.

ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს სისხლისღვრას", - წერს ფონ დერ ლაიენი. 


close დახურვა