logo
ENG



ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

06 ივლ 202620:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/06/jj89c97a20bvsy9.jpeg

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტის ავტორია ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დოკუმენტში საუბარია სავარაუდო დარღვევებზე, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩეველზე ზეწოლასა და ოპოზიციური წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლაზე.

ასამბლეა ასევე აკრიტიკებს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს, რომლებიც, მისი შეფასებით, ზღუდავს მედიის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, საარჩევნო დარღვევების გამოძიებისა და სასამართლოსა და საარჩევნო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მხარი დაუჭიროს ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების დაცვას.


close დახურვა