logo
ENG



სერგეი სობიანინი: მოსკოვის რეგიონს ღამით 430-ზე მეტი დრონი დაესხა თავს

07 ივლ 202610:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/07/dhjrs6glhgejzpn.png

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გასულ ღამეს მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქზე მასშტაბური საჰაერო იერიში განხორციელდა, რომელშიც 430-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

სობიანინმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავდასხმა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

„საღამოდან დილის 6 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი მოფრინავდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებზე გაანეიტრალეს. მოსკოვთან მიახლოებისას კი მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, - აცხადებს მოსკოვის მერი.

მოსკოვის რეგიონზე განხორციელებულ იერიშს წინ უძღოდა თავდასხმები რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც. კერძოდ, 6 ივლისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ იაროსლავსა და ლენინგრადის ოლქზე.

სამიზნეებს შორის იყო: რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა; ბალტიის ზღვაზე მდებარე ნავთობის საექსპორტო პორტები.


close დახურვა