აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან ძალიან ღრმა მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა თუ დიპლომატიური პროცესი შედეგს არ გამოიღებს, შეერთებული შტატები ძლიერ სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდება.
Axios-თან ინტერვიუში ტრამპმა განმარტა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეჩერების გადაწყვეტილება ზუსტად იმ მიზნით მიიღო, რომ დიპლომატიისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის შეთანხმების მიღწევის მიზნით დიპლომატიას დიდ დროს არ მისცემს და პროცესი „ან სწრაფად მოხდება, ან საერთოდ არა“.
