უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით, უკრაინამ სამარის ოლქში "როსკოსმოსის" ერთ-ერთ საწარმოს დაარტყა.
"დღეს ჩვენი შორეული დარტყმების შედეგად მნიშვნელოვანი ახალი შედეგები გვაქვს. რუსეთის სამარის ოლქში, "როსკოსმოსის" ერთ-ერთ საკვანძო საწარმოს - "პროგრესის" ცენტრს, დავარტყით. გამოყენებული იყო "ფლამინგოს" რაკეტები. ეს კარგი შედეგია. ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია.
ჩვენმა შორეული მოქმედებების შესაძლებლობებმა ასევე მიაღწია სავასლეიკის ავიაბაზას, სადაც განთავსებულია რუსული რაკეტების მატარებლები, რომლებიც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ესხმიან თავს - უკრაინიდან დაახლოებით 700 კილომეტრში.
ასევე გვაქვს დადასტურება, რომ დაზიანდა ის ობიექტი უსტ-ლუგაში, რომლის დაზიანებასაც ვგეგმავდით - ჩვენი საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული ნავთობთან დაკავშირებული ობიექტი.
მადლიერი ვარ ყველა იმ დანაყოფის, რომლებიც სიზუსტით შესრულებულ ამ ოპერაციებში მონაწილეობდნენ.
რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ამ ომისთვის განკუთვნილი შორეული სანქციების გეგმა ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საომარი პოტენციალი შემცირდეს.
დიდება უკრაინას!", - დაწერა ზელენსკიმ.
