logo
ENG



ფავლენიშვილი: ბარამიძეს არა თუ სიტყვის, არამედ დამახინჯებული ინტერპრეტაციის გამო იჭერენ

11 სექ 202618:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/11/bbozhh2q7ynlxnc.png

გიორგი ბარამიძის დაკავებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი გადასულია რეპრესიებზე და ბარამიძეს მისი სიტყვების დამახინჯებული ინტერპრეტაციისთვის იჭერენ.

"გიორგი ბარამიძე არის საქართველოს პატრიოტი. ამ ადამიანის დაჭერა იმ ხალხის მიერ, რომელთა სიტყვები გამოყენებულია ოკუპანტის მიერ... ეს აბსოლუტურად მიუღებელი და აუტანელი რამაა. ივანიშვილის რეჟიმი გადასულია რეპრესიებზე. გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ადამიანს არა თუ სიტყვის, არამედ დამახინჯებული ინტერპრეტაციის გამო იჭერენ. ამ ადამიანმა სხვა ინტერვიუებში განმარტა, რომ რა ფორმულირებასაც მას ედავებიან, ამას არ გამოხატავდა.

ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი. მიზეზი მარტივია, ყველა კრიტიკული ადამიანის დაჭერა უნდათ", - თქვა ფავლენიშვილმა. 


close დახურვა